საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენცია

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენცია
ეს კონვენცია საჰაერო ხომალდებს, რომლებიც რეგულარულ ავიახაზებზე მოქმედებს, არ აძლევს სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაფრენის უფლებას, თუ არ არსებობს ამ უკანასკნელის თანხმობა. ამგვარად, თუ რომელიმე სახელმწიფო ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე ხდება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი ამით საკუთარ ტერიტორიაზე უცხოეთის საჰაერო ხომალდების ფრენებს უშვებს, რომლებიც ფრენებს რეგულარულ ავიახაზებზე ახორციელებენ. სხვაგვარად არის საქმე, როდესაც საუბარია არარეგულარულ ფრენებზე, რაშიც იგულისხმება ერთჯერადი ფრენები, რომლებიც იშვიათად ხორციელდება და აღწევენ მიზანს ერთი რეისით. ასეთი ფრენების უფლების მინიჭება გათვალისწინებულია ჩიკაგოს კონვენციით, იმ პირობით, რომ მასში გათვალისწინებული პირობები დაცული იქნება. კონვენცია არარეგულარული ფრენების სამ სახეს ითვალისწინებს: 1. მოლაპარაკების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაფრენა მასზე გაჩერების მიზნით, მაგრამ არა კომერციული მიზნებისათვის; 2. სატრანზიტო ფრენა გაჩერების გარეშე ხელშეკრულების მონაწილე მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე; 3. სატრანზიტო ფრენა ხელშეკრულების მონაწილე მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებით არაკომერციული მიზნებისათვის. (მაგ., საწვავის შევსების, მოწყობილობების შემოწმებისთვის და ა.შ.)
Source: ხუციშვილი ქეთევან, სახელმწიფო საზღვრები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენცია" в других словарях:

  • თალიბანი — თალიბანი” შუა აღმოსავლეთის ,,რაინდთა ორდენი”: გზა წარსულიდან. უახლოესი ისტორიის ერთ ერთი ავღანური ლეგენდის თანახმად, სავაჭრო ქარავანი, რომელიც ასრულებდა ჰუმანიტარულ მისიას, პაკისტანის ქ. კვეტადან თურქმენული კუშკისაკენ მიემართებოდა. ქ. ყანდაგართან …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»